|
2017-05-09 12:21:19, 2137 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბაქრაძე ლუჟკოვის ვიზიტზე: ოკუპაციის კანონთან ერთად, დაირღვა მორალური და პოლიტიკური კრიტერიუმები
„ამ ქვეყანაში ყოველთვის ყველას ჰქონდა თავისი ადგილი - მეგობარს მეგობრული, მტერს მტრული. თუ ჩვენ გაგვაჩნია თავმოყვარეობა და ვართ სახელმწიფო, ასეთი ტიპის ადამიანები ამ ქვეყანაში ვერ უნდა სეირნობდნენ“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტს. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ოკუპაციის კანონთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანი, მორალური და პოლიტიკური კრიტერიუმები დაირღვა. „ოკუპაციის კანონი დაირღვა, მაგრამ რა თქმა უნდა ამ კანონთან ერთად დაირღვა არანაკლებ მნიშვნელოვანი მორალური და პოლიტიკური კრიტერიუმები. ბატონი ლუჟკოვი არის პირი, რომელიც ხელმძღვანელობდა ცხინვალში ქართული სოფლების ნანგრევებზე რუსული სამხედრო ბაზების გაშენებას. ადამიანი, რომელიც ბოლო წუთამდე იდგა ასლან აბაშიძის გვერდით. ამიტომ ასეთი ადამიანი საქართველოში სასურველი სტუმარი ვერ იქნება. ქართველებს ყოველთვის გვიყვარდა სტუმარი, მაგრამ ამ ქვეყანაში ყოველთვის ყველას ჰქონდა თავისი ადგილი - მეგობარს მეგობრული, მტერს მტრული, ამიტომ თუ ჩვენ გაგვაჩნია თავმოყვარეობა და ვართ სახელმწიფო ასეთი ტიპის ადამიანები ამ ქვეყანაში ამ ვერ უნდ სეირნობდნენ, როგორც სასურველი სტუმრები“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)