|
2017-05-08 17:04:11, 2112 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
რომან გოცირიძე: ლუჟკოვი საქართველოში არ უნდა შემოეშვათ, ეს არის სირცხვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, მოსკოვის ყოფილ მერს იური ლუჟკოვს დარღვეული აქვს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ და ის საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანაში არ უნდა შემოეშვა. „ლუჟკოვი არის კანონდამრღვევი, როდესაც ხელისუფლება არ რეაგირებს სამართლებრივად, ეს არის უღირსი ხელისუფლება, ვინაიდან ლუჟკოვი ჩვენი კანონებით დამნაშავეა. რომ არაფერი ვთქვათ იმ პოლიტიკურ განცხადებებზე, მაგრამ განცხადების უფლება აქვს ნებისმიერ პოლიტიკოსს და როგორი განცხადებით მიმართავდა იგი საზოგადოებას თუნდაც 2008 წელს და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ჩვენ ეს კარგად ვიცით, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ის არღვევს კანონს. გარდა ამისა, ეს შეფუთულია ისევ რუსული, უკაცრავად და კაგებეშნიკური საბურველით, რომ თითქოსდა ის ეკლესიის მოწვევით, ან საეკლესიო თემატიკასთან დაკვშირებით, სამლოცველოდ ჩამოვიდა. თითქოსდა რუსული მართლმადიდებლური ეკლესია რაღაცით საქართველოზე გავლენას ახდენს, მაგრამ რუსული ეკლესიის პატრიარქმა ორიოდე კვირის წინ, ყოფილი სამხრეთ ოსეთის უკანონო პრეზიდენტი აღიარა და მიულოცა მას პრეზიდენტად არჩევა. ამიტომ, ამ ეკლესიის ზურგს უკან, ლუჟკოვის ჩამოსვლა კიდევ ერთი ფანდია, თუ როგორი იმპერიალისტური პოლიტიკის განმახორციელებელია რუსეთის მთავრობა და რუსეთის ეკლესია. ამიტომ, არ უნდა მოვტყუვდეთ, ლუჟკოვი არ უნდა შემოეშვათ საქართველოში, ეს არის სირცხვილი“,-აღნიშნა რომან გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)