|
2017-05-08 16:39:23, 2267 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვოლსკი: „რესპუბლიკელები“, „დემოკრატები“ და „ნაცმოძრაობა“ ევროპული საქართველოს სახით, ერთ მაგიდასთან აღმოჩნდნენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, პლებისციტის ჩატარების თაობაზე ევროპული საქართველოს ინიციატივას გამოეხმაურა, რომელსაც „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელებიც“ შეუერთდნენ. ვოლსკის თქმით, „რესპუბლიკელები“, „თავისუფალი დემოკრატები“ და “ნაციონალური მოძრაობა” , ევროპული საქართველოს სახით, უკვე ერთ მაგიდასთან აღმოჩნდნენ, რაც მოსალოდნელი იყო. მისივე შეფასებით, კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, საყოველთაო-სახალხო განხილვების მეშვეობით, საზოგადოების ფართო ჩართულობა უზრუნველყოფილია: „რაც შეეხება პარალელური პროცესის განვითარებას, მე ვფიქრობ, ეს მათ პოლიტიკურ მიზანს ემსახურება, თავი წარმოაჩინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული საზოგადოებრივი განხილვები საკითხის, ვენეციის კომისიის დასკვნებსაც ველოდებით და საზოგადოებისთვის ინტერესის საგანს, რა საკვირველია, საკონსტიტუციო ცვლილებები წარმოადგენს და ხელმისაწვდომობა ამ პროცესთან საკმაოდ ფართოდ არის უზრუნველყოფილი ამ განხილვების პროცესში”,-აღნიშნა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)