08:22 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-08 11:12:16, 2914 ნახვა

მსოფლიო
საბოლოო შედეგებით, ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 66.06% მიიღო

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების თანახმად, ემანუელ მაკრონმა ხმების  66.06% მიიღო, ხოლო მარინ ლე პენს ამომრჩეველთა ხმების 33.94% - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მაკრონი საფრანგეთის რესპუბლიკის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა. მას აქამდე რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ლუი ნაპოლეონ ბონაპარტი უსწრებდა. ბონაპარტმა პრეზიდენტის პოსტი 40 წლის ასაკში დაიკავა.

პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, მაკრონმა შტაბში ბრიფინგი გამართა და ამომრჩევლებს სიტყვით მიმართა.

"ჩვენ გავიმარჯვეთ, საფრანგეთმა გაიმარჯვა. ყველა გვეუბნებოდა, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ ისინი საფრანგეთს არ იცნობენ", - განაცხადა მაკრონმა.

მაკრონს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მსოფლიო ლიდერებმა უკვე მიულოცეს. სატელეფონი საუბრის დროს პრეზიდენტად არჩევა მაკრონს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მიულოცა. მაკრონმა მილოცვა ასევე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისგან ტერეზა მეისგან, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისგან, ევროსაბშოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკისგან, ასევე საქართველოს პრეზიდენდ გიორგი მარგველაშვილისგან. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics