07:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-07 23:42:07, 2275 ნახვა

მსოფლიო
ემანუელ მაკრონიმ მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ემანულ მაკრონის განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს, იმისთის, რომ ფრანგი ხალხის იმედები გაამართლოს.

როგორც მაკრონმა შტაბში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ამომრჩევლის ნდობა უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა. 

"​მე გამოვიყენებ მთელს ჩემს ენერგიას ნდობის გასამართლებლად.​ გულწრფელად, მთელი გულით გიხდით მადლობას. ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ ეროვნული უსაფრთხოება. მე დავიცავ საფრანგეთს. მე დავიცავ ევროპას. თქვენი ნდობა არის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა. საფრანგეთი იქნება წამყვანი ძალა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მადლობა ფრანსუა ოლანდს, მან ბევრი იმუშავა საფრანგეთისთვის", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ცნობისთვის, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის  წინასწარი შედეგების თანახმად, ემანუელ მაკრონმა ხმების 65.5 % მიიღო, ხოლო მარინ ლე პენს ამომრჩეველთა ხმების 34.5 %-აქვს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics