19:34 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 14:13:50, 2209 ნახვა

ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს კიდევ ერთი ბენეფიციარი კომპანია, შპს „ავაზა“ შეემატა, რომელიც პლასტმასის ნარჩენების, ჩამონაჭრებისა და ჯართის გადამუშავებას შეძლებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების  ხელშეკრულების (AA) თანახმად,  საქართველომ აიღო ვალდებულება გარემოს  დაცვის  კუთხით ითანამშრომლოს შესაბამის ევროსტრუქტურებთან, რომლის შესრულებაშიც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მყარი ნარჩენების გადამუშავებას. სწორედ, ხსენებული პროექტის საშუალებით ქ. ბათუმში,  წერეთლის ქუჩა #4-ში გაიხსნება პლასტმასის ნარჩენების, ჩამონაჭრების და ჯართის წინასწარი დამუშავების  საწარმო, რომელიც თავდაპირველ ეტაპზე 10 ადამიანის დასაქმებას შეძლებს.

შპს „ავაზა“, რომელიც 2018 წლის იანვრის თვეში გაიხსნება, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა  396 000 ლარს შეადგენს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics