|
2017-05-04 13:42:41, 2048 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე: აშშ-ის ბიუჯეტის კანონში საქართველოზე ჩანაწერის გაჩენა უმნიშვნელოვანესი მიღწევაა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ბოლო პერიოდში საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიურ გადაწყვეტილებებს მიესალმება. მან დადებითად შეაფასა კონგრესმენების მიმართვა აშშ-ს პრეზიდენტისადმი, ევროსაბჭოს კომიტეტისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებები. "როგორც შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ჩვენ ძალიან მყარი არგუმენტაცია გვექნება ჩვენი პოზიციების გაძლიერების თვალსაზრისით. არ არის შემთხვევითი, როდესაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში როგორც ევროპულ ინსტიტუტებში, ასევე აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები დაიძრა. მაგალითად, კონგრესმენების წერილი პრეზიდენტს, გადაწყვეტილება, რომ ამერიკის ბიუჯეტის კანონში ჩაიწეროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ამგვარი პრეცედენტი ჯერ არ არსებობს. ეს არის უმნიშვნელოვანესი მიღწევა",- განმარტა ვიქტორ დოლიძემ. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ სპეცსამსახურებისთვის 2017 წლის ბიუჯეტთან ერთად საკანონმდებლო აქტი დაამტკიცა, რომელიც კრემლის ფარული გავლენის შემცირებას, აშშ-ში ასევე ევროპაში, ითვალისწინებს, - ამის შესახებ DW იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული კანონის ერთ-ერთი თავი უკრაინის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ზომების მიღებას გულისხმობს. კერძოდ, აშშ-ის ადმინისტრაციას ქვეყნებისთვის, რომლებიც საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ რაიმე სახის დახმარების გაწევა ეკრძალება. ამერიკულ სახელმწიფო უწყებებს ეკრძალებათ ქმედებები, რომელიც ამ ორი რეგიონის მიმართ რუსული ოკუპაციის მხარდაჭერაზე იქნება მიმართული. ამავე კანონის თანახმად, რუსეთის გავლენისა და აგრესიის დასაძლევად ევროპის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად 100 მილიონი დოლარი გამოიყოფა. ასევე გათვალისწინებულია თანხების გამოყოფა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი სახელმწიფოებისთვისაც, ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების იმპლემენტაციისთვის, რუსეთზე ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულების შემცირების მიზნით.
მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის - სამუშია პოლიციელებზე
კობახიძე: ვნახე კადრები, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება
ქართული ოცნების პოლიტიკის გარდაუვალი შედეგია – თავისუფლების მოედანი გორში მომხდარზე
მეუფე ზენონი: პოლიციელების მსგავსი ქმედებები მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ არის - ეს ტოვებს ყველაზე დამთრგუნველ კვალს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)