18:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-24 12:55:31, 2345 ნახვა

სამართალი
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავა.

თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის  ინფორმაციით, საქმე ეხება ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის ოჯახისგან, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლების მცდელობას.

„გამოძიების შედეგად დადგენლი პირები შენიღბულად, მოგონილი სახელებითა და კონსპირაციის დაცვით მოქმედებდნენ, თუმცა მიუხედავად ამისა გატარებული ქმედითი საგამოძიებო, ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სამივე დაკავებულს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სსკ 19, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობის მცდელობა ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით), რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სამივე ბრალდებულს, 1968 წელს დაბადებულ გ.ხ-ს, 1952 წელს დაბადებულ ვ.ბ-ს და 1950 წელს დაბადებულ ჯ.შ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ“,-ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics