18:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 16:07:29, 2438 ნახვა

სამართალი
ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა

ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს საქალაქო სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ დღეს გამოაცხადა, გუშინ კი ნაფიცმა მსაჯულებმა გიორგი ხაბელაშვილის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს. 

გადაწყვეტილება 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღეს. საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი ხუთსაათიანი მსჯელობის შემდეგ გამოიტანეს.  

პროკურატურა დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ უვადო პატიმრობას ითხოვდა.

საქმის მასალების თანახმად,  „2016 წლის 22 თებერვალს,  ბრალდებული 7000 აშშ დოლარის ფულადი თანხისა და ოქროს ნივთების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით მივიდა  მისი ნაცნობის ოჯახში, სადაც მოკვლის განზრახვით ნონა რ.-ს თავში დაარტყა სკამი, რის შემდეგაც მსხვერპლისთვის ტანჯვის მიყენების მიზნით დანით სხეულის სხვადასხვა ადგილას მრავლობითი ჭრილობა მიაყენა დედას და მის მცირეწლოვან შვილს, რომლებიც მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ". 

გარდა, ამისა, გამოძიების მასალების მიხედვით, "ბრალდებული დაეუფლა ოჯახში არსებული ოქროს ნივთების ნაწილს ღირებულს 5000 ლარად,  ხოლო ოქროს ნივთების სხვა ნაწილს და ფულად თანხას ვერ მიაგნო. კვალის დაფარვის მიზნით, ნავთობპროდუქტების გამოყენებით ცეცხლი წაუკიდა საცხოვრებელ ბინას, თავად კი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics