|
2015-04-08 17:10:17, 454 ნახვა
პოლიტიკა
დავით ნარმანია "ნაციონალურ მოძრაობას": როცა ექსპერტი ვიყავი, პირველად მე მოგიწოდეთ, რომ ქამრები შემოგეჭირათ
"როცა ექსპერტი ვიყავი და თქვენ იყავით ხელისუფლებაში, მაშინ მოგიწოდეთ, რომ შემოგეჭირათ ქამრები,- ასე მიმართა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს წევრებს. მისივე თქმით, მერიამ ქამრების შემოჭერის პოლიტიკა ჯერ კიდევ შემოდგომაზე ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვით დაიწყო. "როცა მე ვიყავი ექსპერტი, თქვენ იყავით ხელიაუფლებაში და როცა 2008 წლის აგვისტოს მოვლენები მოხდა და იყო კრიზისი, პირველად მე მოგიწოდეთ, რომ შემოგეჭირათ ქამრები. დეტალურად განგიმარტეთ, თუ რას ნიშნავდა ქამრების შემოჭერა. ქამრების შემოჭერა ეს არის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, ჩვენ ჯერ კიდევ შემოდგომაზე დავზოგეთ ადმინისტრაციული ხარჯები, ჩვენ დავზოგეთ მლნ 550 000 ლარი როცა გამოცხადდა ქამრების შემოჭერის პოლიტიკა, დავზოგეთ 300 000 ლარი და მილიონ 550 000-ით შევამცირეთ პრემია, ბატონი ირაკლი აბესაძე 9 წლის განმავლობაში გაკეთებულს, 8 თვის განმავლობაში გაკეთებულს რომ ადარებს, სად არის აქ ლოგიკა?",-განაცხადა დავით ნარმანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)