|
2017-04-15 16:02:09, 2536 ნახვა
მსოფლიო
Washington Post: აშშ ამ ეტაპისთვის ჩრდილოეთ კორეაზე შეიარაღებულ თავდასხმას არ აპირებს
ამერიკის შეერთებული შტატები ამ ეტაპისთვის ჩრდილოეთ კორეიის წინააღმდეგ შეაირარებული ძალების გამოყენებას ჯერჯერობით არ აპირებს, - ამის შესახებ Washington Post-ს სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება. როგორც მედია წყაროს ინფორმაციით წერს, გეგმა შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილოეთ კორეული რაკეტა სამხრეთ კორეის, იაპონიის ან აშშ-ის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ამასთან, Washington Post-ის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ომის ნაცვლად სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკის განხორცილება აქვს გადაწყვეტილი. სანდო წყაროს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლები სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ, თუ როგორ უნდა მოხდეს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ ბრძოლა. როგორც წყარო აცხადებს, განიხილება სამხედრო ინტერვენციისა და ქვეყნის ხელმძღვანელობის დამხობის ვერსიებიც. თეთრი სახლის ადმინისტრაცია, ჩინეთის მხარდაჭერით, ფხენიანის წინააღმდეგ ზეწოლის გაძლიერებას გეგმავს. ამერიკა იმედოვნებს, რომ თუ ფხენიანი ბირთვული იარაღის ტესტირებას ჩაატარებს, ჩინეთი და რუსეთი გაეროში ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას მხარს დაუჭერს. შეგახსენებთ, რომ გუშინ პრეზიდენტი დონალდ ტრამპის განკარგულებით ჩრდილოეთ კორეისკენ გაგზავნილმა ატომურმა ავიამზიდმა, იერიშისთვის ხელსაყრელი პოზიცია უკვე დაიკავა. ჩრდილოეთ კორეის გენერალურ შტაბში აღნიშნეს, რომ ვაშინგტონის აგრესიის შემთხვევაში, საპასუხოდ დარტყმები განხორციელდება ამერიკულ ბაზებზე, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში და ასევე სეულში პრეზიდენტის რეზიდენციაზე. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთ კორეა პრობლემებს ეძებს“. მისივე თქმით, თუ ჩრდილოეთ კორეასთან პრობლემების მოგვარებაში ჩინეთი არ დაეხმარება, აშშ ამას დამოუკიდებლად გააკეთებს. ცნობისთვის, 2016 წლის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეამ 20-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. ამასთან, 2 ბირთვული ცდა განახორციელა, რომლებიც გაეროს რეზოლუციის პირობებს არღვევს.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)