|
2015-04-08 15:48:15, 508 ნახვა
პოლიტიკა
ძიძიგურის ინფორმაციით, დაღუპული პოლიციელბის ოჯახების კომპენსაციასთან დაკავშირებით, კანონპროექტი პარლამენტს 2 კვირაში წარედგინება
საპარლამენტო უმრავლესობის ზვიად ძიძგურის განცხადებით, მთვრობას დაღუპული პოლიციელბის ოჯახების ყოველთვიურ კომპენსაციასთან დაკავშირებით ინიციატივა ჰქონდა. მისივე თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით „პოლიციის შესახებ“ კანონპროექტი უკვე მომზადებულია და პარლამენტს, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ერთ-ორ კვირაში წარედგინება. „მთავრობას აქვს, ჰქონდა ინიციატივა, რომელიც კანონპროექტად არის გადაქცეული. სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებსთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაიღუპნენ, არის ყოველთვიური კომპენსაცია 1000 ლარის ოდენობით, ასევე, კანონპროექტის თანახმად, ათასივე ლარი იქნება იმ პოლიციელების ოჯახებისათვის, რომლებიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამაზე რამდენიმე თვის განმავლობაში მთავრობასა და პარლამენტს შორის აქტიური კომუნიკაცია და კონსულტაცია მიმდინარეობდა. ეს კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს მომავალში, როგორც პრემიერმა თქვა, 1-2 კვირაშიწარედგინება“, - აღნიშნა ძიძგურმა. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პავლე კუბლაშვილმა პარლამენტში პოლიციელებისათვის სოციალური დაცვის პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული კანონპროექტი დღეს შეიტანა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)