14:21 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 21:46:10, 2340 ნახვა

საზოგადოება სხვადასხვა
ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველო 29-ე ადგილზეა

საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიაში 29-ე ადგილს იკავებს, - ამის შესახებ World Economic Forum-ის 2017 წლის მონაცემებშია ნათქვამი.

World Economic Forum-მა 2017 წლის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც უსაფრთხო და საშიში ქვეყნების მონაცემებია დათვლილი.

ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად 6.65 ქულით ფინეთი დასახელდა. მეორე ადგილზის არაბთა გაერთიანებული საემიროები 6,60 ქულით იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე ისლანდია - 6,57 ქულით. 

საქართველო დასახელებული 136 ქვეყნიდან 29-ე პოზიციას 6.01 ქულით იკავებს. სომხეთმა და აზერბაიჯანმა 34-35 პოზიციები გადაინაწილა. რუსეთის ფედერაცია 109 ადგილზეა და 127-ზე უკრაინა. 

ყველაზე დაბალი ქულები კოლუმბია(2,59) და იემენმა(2,80) დააგროვა. 

ცნობისთვის, რეიტინგის შედგენის დროს გათვალისწინებულია როგორც კრიმინალური და ტერორისტული სიტუაციები, ასევე საომარი კონფლიქტები და სამართალდამცველი ორგანოების უნარები, დაიცვან თავიანთი მოქალაქეები. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics