04:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-12 15:28:47, 2369 ნახვა

მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი ოკუპირებულ დონბასსა და დანარჩენ უკრაინას შორის კედლის აშენების მომხრეა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ოკუპირებულ დონბასსა და დანარჩენ უკრაინას შორის კედლის აშენების მომხრეა. 

როგორც სააკაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად კიევში ცვლილებები უნდა განხორციელდეს. 

მომხრე ვარ, რომ აშენდეს დიდი კედელი ( არა იაცენიუკისებური, არამედ ნამდვილი) და დროებით გავემიჯნოთ დონბასის ოკუპირებულ ნაწილს, პარალელურად კი უკრაინის დანარჩენ ნაწილზე მოვახდინოთ კონცენტრაცია. 

აუცილებლად დავიბრუნებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს, მას შემდეგ რაც, დავამარცხებთ კორუფციას და სწრაფ განვითარებას დავიწყებთ. მაგრამ იმისთვის, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება სწრაფად შევძლოთ, ცვლილებები პირველ რიგში კიევში უნდა განხორციელდეს", - აღნიშნა ყოფილმა გუბერნატორმა.  

შეგახსენებთ, რომ ყირიმის ანექსია რუსეთის მიერ 2014 წელს მოხდა. სწორედ დონბასი გახდა უკრანის რღვევის კატალიზატორი. ოფიციალური კიევი და საერთაშორისო თანამეგობრობა ყირიმს უკრაინის ტერიტორიად აღიარებს. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics