11:19 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 13:36:20, 1861 ნახვა

კომენტარი
იზორია - გამოძიებით არ დასტურდება, რომ სომხეთში საზენიტო სარაკეტო კომპლექსი „იგლა“ საქართველოს ტერიტორიიდან გადაიტანეს

თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადებით, წინასწარი გამოძიებით, არ დასტურდება, რომ  სომხეთში საზენიტო სარაკეტო კომპლექსი ,,იგლა,, საქართველოს ტერიტორიიდან გადაიტანეს.

„დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ და ეს შეგიძლიათ გადაამოწმოთ, პირველ დღეს იყო გარკვეული კითხვები, თუმცა მეორე დღეს სომხურმა მხარემაც დაადასტურა, რომ ჯერ, ამ ეტაპზე, თქმა იმისა, რომ საქართველოს საზღვრებიდან გადავიდა „იგლა“-ს ტიპის საზენიტო რაკეტები... არასწორი ინფორმაცია იყო, არ ვიცი, ვინ რა გაავრცელა, გამოძიების ფარგლებში ასეთი ფაქტი არ დასტურდება, გამოძიება გრძელდება, თუ დამატებით რაიმე ინფორმაცია მივიღეთ საზოგადოებაც და თქვენც გაიგებთ. იმისათვის, რომ მეტი დამაჯერებლობა გვქონოდა,  ყველა საზენიტო რაკეტას თავისი ინდივიდუალური კოდი გააჩნია, მე მივიღე იმ დილასვე გადაწყვეტილება, აღგვერიცხა თავიდან ყველა ის რაოდენობა, რაც იყო, 20 წლის წინ თუ სადღაც იმალებოდ არვიცი, ოფიციალურ ორგანოში რამდენიც იყო აღრიცხული, ზუსტად ის არის ერთი-ერთში ასეთი ტიპის რაკეტები“,-აღნიშნა ლევან იზორიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართულ ბანკებში 70.03 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული
ისრაელის არმია ადასტურებს მოჰამედ ოდეჰის მკვლელობას: ის იყო ერთ-ერთი ბოლო ჰამასის მეთაური, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში
MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო
„როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი“ - თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics