|
2017-04-10 12:25:25, 2413 ნახვა
ეკონომიკა
6 მაისს ბანკი რესპუბლიკისა და თიბისი ბანკის გაერთიანება დასრულდება
თიბისი ბანკისა და ბანკი რესპუბლიკის გაერთიანება 6 მაისს სრულდება, რის გამოც მიმდინარეობს ბანკი რესპუბლიკის ბარათების ჩანაცვლება თიბისი ბანკის ბარათებით. 6 მაისის შემდეგ უკვე მომხმარებელი ბანკი რესპუბლიკის ბარათების ნაცვლად თიბისი ბანკის ბარათების მოხმარებას განაგრძობს. ყველა იმ მომხმარებელს, რომელსაც ჰქონდა რაიმე ტიპის ბარათი „ბანკ რესპუბლიკაში" უფასოდ დაუმზადდა იგივე ტიპის ბარათი თიბისი ბანკში, რომლის გატანა მათ „ბანკი რესპუბლიკის" ფილიალებიდან შეუძლიათ. ინფორმაცია ბარათის ადგილმდებარეობის შესახებ კლიენტებს სმს შეტყობინების სახით ეცნობებათ. იმ შემთხვევაში, თუ მათ ჯერ არ მისვლიათ ასეთი შეტყობინება, შეუძლიათ მიმართონ ორივე ბანკის ქოლცენტრს 2 27 27 27. „ბანკი რესპუბლიკის" ბარათები თიბისი ბანკის იმავე პირობების მქონე ბარათებით ჩანაცვლდება, რაც იმას ნიშავს, რომ მომხმარებლებს ბარათის მომსახურების საკომისიო არ შეეცვლებათ. ნებისმიერ შემთხვევაში, გაიტანს თუ არა კლიენტი კუთვნილ ბარათს, ყოფილი რესპუბლიკის ბარათის შესაბამისი ანგარიში, მასზე არსებული ნაშთებით, ავტომატურად ინაცვლებს თიბისი ბანკში, რაც ნიშნავს, რომ „ბანკი რესპუბლიკის" ბარათის შესაბამისი ანგარიში არსებობას განაგრძობს თიბისი ბანკში. ბარათების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, მოსალოდნელი რიგების თავიდან ასაცილებლად, თიბისი ბანკი თხოვნით მიმართავს კლიენტებს, რომ მაქსიმალურად დროულად მიმართონ ფილიალებს საკუთარი ბარათების ასაღებად.
(R)
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)