|
2017-04-10 10:54:20, 2073 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ციხელაშვილი ე.წ. არჩევნებზე და რეფერენდუმზე: ამას ხალხის ნებასთან საერთო არაფერი აქვს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს გამოეხმაურა. ციხელაშვილის შეფასებით, ამ პროცესებს არავითარი საერთო არ აქვს ხალხის ნებასთან იმ პირობებში, როდესაც რეგიონის მოსახლეობის უმეტესობა გამოდევნილია და ძალიან დიდი ნაწილი გასულია რეგიონიდან. მინისტრის თქმით, ცხინვალის რეგიონში განხორციელებულ არალეგიტიმურ პროცესებს საერთაშორისო თანამეგობრობა არ სცნობს. „ჩვენ მოვისმინეთ არაერთი შეფასება, მათ შორის დღესაც ნატოს წარმომადგენლების მხრიდან, რომ პროცესი, რომელსაც გუშინ ადგილი ჰქონდა ცხინვალის რეგიონში და მისი შედეგები აბსოლუტურად არალეგიტიმურია და ცხადია, საერთაშორისო თანამეგობრობა ამას არ ცნობს. ძალიან ძნელია, ვისაუბროთ ამ პროცესზე, როგორც არჩევნებსა და რეფერენდუმზე, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ამას არა აქვს საერთო ხალხის ნებასთან და ვერც ექნება იმ პირობებში, როდესაც რეგიონის მოსახლეობის უმეტესობა გამოდევნილია, ძალიან დიდი ნაწილი გასულია რეგიონიდან, რამდენადაც ცხინვალის რეგიონი გახლავთ მავთულხლართებით შემოსაზღვრულ-ჩაკეტილი სივრცე, სადაც ადამიანებს უჭირთ მომავლის პერსპექტივის განცდა. აქედან გამომდინარე, ჩვენი სახელმწიფოსთვის, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, ამ შედეგებს არავითარი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია. მნიშვნელოვანია, რომ იყოს მშვიდობა და მოსახლეობის უსაფრთხოება იქნას დაცული. ზოგადად ეს პროცესი შეიძლება ერთგვარად შეფასდეს-ესაა მორიგი ნაბიჯი იმისკენ, რომ მოხდეს საქართველოს რეგიონების ანექსიის თემით სპეკულირება და მანიპულირება. ყველა ე.წ. არჩევნების, თუ რეფერენდუმის ფონზე, იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი ოსი ძმები და დები და აფხაზი ძმები და დები ჩვენთან ერთად გააცნობიერებენ, რომ ყველა პროცესი, რომელსაც ადგილი აქვს ამ წლების განმავლობაში ორივე ტერიტორიაზე, მიმართულია დე ფაქტო ანექსიისკენ“,-განაცხადა ციხელაშვილმა. ციხელაშვილი იმედოვნებს, მოხერხდება თანამშრომლობისა და შერიგების გზების გამონახვა. „რათა ჩვენ შვილებს უკეთესი მომავლის პერსპექტივა შევუქმნათ“,-აღნიშნა ციხელაშვილმა.
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)