10:30 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-10 10:51:23, 2220 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე: ეს არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტის მიერ ჩატარებული ერთგვარი ცირკი

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორი დოლიძე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს გამოეხმაურა.

დოლიძის თქმით, ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმს  არავითარი საერთო არ აქვს არჩევნებთან, რეფერენდუმთან და საერთაშორისო სამართალთან.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებსა და  რეფერენდუმს სახელმწიფო მინისტრი ერთგვარ „ცირკსაც“ უწოდებს.

„ჩვენი თანამოქალაქეების მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გამოდევნილია როგორც ცხინვალის რეგიონიდან, ასევე აფხაზეთიდან და ეს ტერიტორიები ოკუპირებულია. ამიტომ, ვფიქრობ, საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების ზედმიწევნით დაზუთხვა არ სჭირდება იმას, თუ რაზეა საუბარი. ეს არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტის მიერ ჩატარებული რაღაც  ერთგვარი, ცირკსაც დავარქმევდი. ამიტომ ამას არავითარი საერთო რეფერენდუმთან და არჩევნებთან არ აქვს. ჩვენ აუცილებლად  დავიბრუნებთ უპირველეს ყოვლისა ამ ხალხს და შემდგომ ტერიტორიებს, მაგრამ ეს მოხდება მშვიდობიანი, ეკონომიკური, რეინტეგრაციული გზით, რაც  ყველაზე მნიშვნელოვანია“, - განუცხადა ჟურნალისტებს ვიქტორ დოლიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics