03:49 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-09 16:02:18, 731 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს. სიმბოლურია ჩვენი შეკრებაც. დღევანდელ დღეს აქვს ორმაგი დატვირთვა. ერთის მხრივ ეს არის დიდი ტრაგედიის დღე, რომელიც დატრიალდა 1989 წლის 9 აპრილს, მეორეს მხრივ ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. ჩვენ შევიკრიბეთ, რათა პატივი მივაგოთ იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ჩვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. არასოდეს უნდა დავივიწყოთ მათი სახელები",-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

9 აპრილის მემორიალთან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. 

 შესრულდა ქართული საგალობლები, გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებლად კი პანაშვიდი გადაიხადეს. 

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics