03:47 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 17:19:47, 2610 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე სირიაში შექმნილი ვითარება განიხილა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის უშიშროების საბჭოს სხდომაზე, მუდმივ წევრებთან სირიაში ავიაიერიშის შემდეგ შექმნილი სიტუაცია განიხილა, - ამის შესახებ BBC კრემლის პრეს მდივანზე დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით იუწყება.

"აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად სირიაში არსებული სიტუაციის დეტალური განხილვა შედგა. ვაშინგტონის ქმედებები კიდევ ერთხელ კვალიფიცირებული იყო როგორც აგრესია, რომელიც საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება", - აღნიშნა პესკოვმა.

მისივე ინფორმაციით, სხდომაზე ასევე სხვადასხვა საკითხი განიხილეს, რაც რუსეთის მიერ სირიაში ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობის გაგრძელებას უკავშირდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics