|
2015-04-07 19:04:17, 371 ნახვა
პოლიტიკა
კოჟორიძე: საყდრისში აფეთქებების გაგრძელება სასამართლოს უპატივცემულობის გაგრძელებაა
ადამიანის უფელბათა დაცვის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლოს გადაწყვეტილებით, საყდრისში ყოველგვარი ფართომასშტაბიანი სამუშაოები შეჩერებულია. როგორც კოჟორიძემ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პირეობებში საყდრისში აფეთქებების გაგრძელება სასამართლოს უპატივცემულობისა და სავარაუდო დანაშაულის ნიშნები მქონე ქმედების გამეორებაა. „კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, დღესაც კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლოს გადაწყვეტილებით, იქ შეჩერებულია ყოველგვარი ფართომასშტაბიანი სამუშაოები. ამ პირობებში კვლავ აფეთქებების გაგრძელება არის გაგრძელება სასამართლოს უპატივცემულობის და სავარაუდო დანაშაულის ნიშნები მქონე ქმედების გამეორებაა, რაც ვფიქრობ, რომ უნდა იმსახურებდეს სამართალდამცავი ორგანოების ინტერესს. სისხლის სამართლის კოდექსი დასჯადად მიიჩნევს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობას, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებამ დააკასირა კომპანიას, შეაჩეროს ფართომასშტაბიანი სამუშაოები“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)