10:30 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 13:29:52, 2078 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მარგველაშვილი: ქვეყანაში არსებული ყველა პრობლემა, რეალურად სწორედ განათლებასთან არის დაკავშირებული

„განათლება დაცულობის გარანტიაა, ჩვენ ცოდნა გვიცავს, გვიცავს სიცრუისგან, სიყალბისგან და მანიპულირებისგან“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, განათლება და სახელმწიფოებრივი აზროვნება პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. 

„გასულ წელს, მე მხარი დავუჭირე პრემიერის ოთხ ინიციატივას, მათ შორის განათლების სფეროს ფუნდამენტური რეფორმირების იდეას და 2017 წელი განათლების წლად გამოვაცხადე. ამ წლების განმავლობაში სარეზერვო ფონდიდან ჩვენ ათეულობით პროექტი დავაფინანსეთ და წელსაც გავაგრძლებეთ სხვადსხვა პროექტის დაფინანსებას. მიგულეთ თქვენს პარტნიორად საგანმანათლებლო ინიციატივებსა და რეფორმებში, რადგანაც ქვეყანაში არსებული ყველა პრობლემა, რეალურად სწორედ განათლებასთან არის დაკავშირებული. განათლება  დაცულობის გარანტიაა.  ჩვენ ცოდნა გვიცავს! გვიცავს სიცრუისგან, სიყალბისგან, მანიპულირებისგან. განათლება თავისუფლების წინაპირობაა. განათლებული და მოაზროვნე ადამიანი იაზრებს თავის არჩევანს და იცავს თავის უფლებებს. განათლებულ ადამიანს ვერც პროპაგანდა დააბნევს და ვერც ხელოვნური საფრთხობელა დააშინებს.  განათლება და სახელმწიფოებრივი აზროვნება პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან.  მხოლოდ მაშინ შეგიძლია დაიცვა საკუთარი და ქვეყნის თავისუფლება, როდესაც იაზრებ ღირებულებებს როგორც მოქალაქე, როგორც შენი ერის შვილი, როგორც შენი ერის მეხსიერების მატარებელი. როდესაც იცი ვინ იყავი, ვფიქრობ იმაზე ვინ იქნები ხვალ და შესაბამისად, როგორ უნდა მოიქცე დღეს იმისთვის, რომ არ უღალატო საკუთარ დანიშნულებას და იყო ნამდვილად თავისუფალი“,-აღნიშნა პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics