18:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-06 13:25:42, 2520 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს მთავრობამ კომპანია Apple-თან მოლაპარაკებები დაიწყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, ამერიკაში სილიკონ ველიზე ვიზიტის ფარგლებში აშშ-ში საქართველოს ელჩ დავით ბაქრაძესთან ერთად, კომპანია Apple-ს მაღალი რანგის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრები.

სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრებზე 2017 წლის ბოლომდე Georgian online App Store -ის გახსნაზე შედგა მოლაპარაკებები.

Georgian App Store -ი ქართველ  მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს გამოიყენოს Apple -ის ლიცენზირებული პროდუქტები და სერვისები, ხოლო ვებ დეველოპერები App აქსელერატორის მეშვეობით შექმნიან  ios -ის ეკოსისტემაში უფრო მეტ და უკეთეს აპლიკაციებს და გაზრდიან ქართული პროდუქციის ცნობადობას.

შეთანხმების მიხედვით, საქართველო იმ პრიორიტეტული ქვეყნების ჩამონათვალში შევა, რომელსაც „ეფლი“  სამომავლო გაფართოებისთვის განიხილავს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics