03:02 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-03 19:05:48, 2234 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო: აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 47 კი დაშავდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პეტერბურგის მეტროსადგურში აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 47 კი დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

ცნობისთვის, რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის დაზუსტებული მონაცემებით, სანქტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი, 20 კი დაშავდა.

ამასთან, მედი აქამდე ავრცელებდა ინფორმაცია, რომ მეტროსადგურში აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე კი დაშავდა. 

შეგახსენებთ, რომ სანქტ-პეტერბურგში მეტროსადგურში აფეთქება მოხდა, დაშავებულთა შორის არიან ბავშვები.  

სანქტ-პეტერბურგში მეტროსადგურის აფეთქებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკვე გამოეხმაურა. პუტინის განცხადებით აფეთქებასთან დაკავშირებიტ განიხილავს ყველა ვერსიას, მათ შორის ტერაქტს. 

პეტერბურგის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ალექსანდრ კურენნოიმ მეტროსადგურში აფეთქებას ტერაქტი უწოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics