02:14 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-03 18:07:59, 2428 ნახვა

მსოფლიო
პროკურატურის წარმომადგენელმა პეტერბურგის მეტროსადგურში აფეთქებას ტერაქტი უწოდა

პეტერბურგის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ალექსანდრ კურენნოიმ მეტროსადგურში აფეთქებას ტერაქტი უწოდა, - ამის შესახებ "Россию-24"იუწყება.

"პროკურორები ყველაფერს გააკეთებენ, რაც მათზეა დამოკიდებული. დაადგენენ ყველა დეტალს. უნდა დადგინდეს რა იყო მომხდარის მიზეზი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მსგავსი ტერაქტები აღარ განმეორდეს", - აღნიშნა პროკურატურის წარმომადგენელმა. 

სანქტ-პეტერბურგში მეტროსადგურის აფეთქებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკვე გამოეხმაურა. პუტინის განცხადებით აფეთქებასთან დაკავშირებიტ განიხილავს ყველა ვერსიას, მათ შორის ტერაქტს.

შეგახსენებთ, რომ სანქტ-პეტერბურგში მეტროსადგურში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. დაშავებულტა შორის არიან ბავშვები. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics