|
2017-03-31 13:01:22, 1780 ნახვა
კომენტარი
სუბარი: საკონსტიტუციო ცვლილებები მხოლოდ იმისთვის ხორციელდება, რომ გამართული კონსტიტუცია მივიღოთ
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები ხორციელდება მხოლოდ იმისთვის, რომ გამართული კონსტიტუცია მივიღოთ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყველა საკითხზე კონსენსუსი მიღწეული ვერ იქნება, მაგრამ ძალიან დაბეჯითებით მსჯელობა მიმდინარეობს. "საკონსტიტუციო ცვლილებები ხორციელდება მხოლოდ იმისთვის, რომ გამართული კონსტიტუცია მივიღოთ, რომელიც მრავალი ათეული წლების განმავლობაში უცვლელად მოემსახურება ხალხს და ქვეყანას. პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ძალიან მკაფიოდ თქვა არაერთხელ, რომ თუ რომელიმე საკითხზე ვენეციის კომისია იტყვის, რომ ეს არ შეესაბამება დემოკრატიული კონსტიტუციიის პრინციპებს, ის არ იქნება მიღებული“, - განაცხადა სუბარმა. ამასთან, სუბარის შეფასებით, ის პრეზიდენტის მრჩეველის მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ კონსტიტუცია შესაცვლელი არ არის, არ ეთანხმება. მინისტრის ინფორმაციით, გარდამავალ დებულებაში ჩაიწერება, რომ მომავალი წელს საპრეზიდენტო არჩევნები იმ წესით ჩატარდება, რომლითაც დღემდე ტარდებოდა. „2020 წელს გამარჯვებულ პოლიტიკურ პარტიას ექნება უფლება აირჩიოს პრეზიდენტი იმ წესით, რასაც გულისხმობს საპარლამენტო რესპუბლიკა. თანაც, როგორც ვიცი, გათვალისწინებულია ოპოზციის შემოთავაზება და მსჯელობენ ახალ ვარიანტზე, რომ პარალამენტმა კი არ აირჩიოს, არამედ აირჩიოს დიდმა საბჭომ, რომელშიც შევა ნახევარი პარლამენტარები, ნახევარი თვითმმართველობების, ავტონომიური რესპუბლიკის, აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურების წარმომადგენლები. თუ ვინმე აპირებს, რომ მოიგოს, არჩევნები 2020 წელს, მათთვის მიგვიცია ეს უფლება“, - განაცხადა სუბარმა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)