01:37 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-23 17:48:02, 2395 ნახვა

მსოფლიო
ბელგიაში სამართალდამცველებმა სავარაუდო ტერორისტული აქტი აღკვეთეს

ბელგიაში სამართალდამცველებმა სავარაუდო ტერორისტული აქტი აღკვეთეს, ამის შესახებ ინფორმაციას Telegraph ავრცელებს. 

მედიასაშუალების ინფორმაციით, მამაკაცი აპირებდა, რომ ქვეითად მოსიარულეებს ავტომობილით დაჯახებოდა. 

სამართალდამცველების თქმით, ეჭვმიტანილი დიდი სიჩქარით მოძრაობდა და ხალხში შეჭრა ჰქონდა გამიზნული. როგორც სააგენტო იუწყება, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. 

მათივე ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც, ეჭვმიტანილი მართავდა, საფრანგეთის სანომრე ნიშნები ჰქონდა. ბრალდებული უკვე დაკავებულია, თუმცა, მისი ვინაობა არ სახელდება. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, იყო თუ არა ეს ტერაქტი. 

ამასთან, როგორც BBC წერს, ინფორმაცია, სავარაუდო მსვერპლის შესახებ, ჯერჯერობით არ ვრცელდება. 

ცნობისთვის, აღნიშნული ინციდენტი, ლონდონის ტერაქტის მეორე დღეს მოხდა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ლონდონში ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, 40-მდე კი დაშავდა. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი, სავარაუდო ტერაქტი ბელგიაში ზუსტად 1 წლის თავზე მოხდა, მას შემდეგ, რაც ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტი მოხდა, რის შედეგადაც 32 ადამიანი გარდაიცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics