|
2015-04-05 11:07:52, 633 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქო აფხაზეთიდან რუსეთში მღვდელმთავრების ჩასვლის შესახებ ინფორმაციას ეხმაურება
საქართველოს საპატრიარქოს პრეს–ცენტრი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, რუსეთის ეკლესიის მეთაურმა აფხაზეთიდან ჩასული მღვდელმთავრები მიიღო, რომელთაც ეპისკოპოსად კურთხევა ითხოვეს. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, დღეისათვის აფხაზეთში მყოფ მართლმადიდებელ სასულიერო პირთა შორის ორი დაპირისპირებული დაჯგუფებაა. ერთნი ცდილობენ კავშირი დაამყარონ მსოფლიო საპატრიარქოსთან და მის იურისდიქციაში შევიდნენ. მეორენი რუსეთის ეკლესიას იგივეს სთავაზობენ. „ორივე მათგანის პოზიცია მიუღებელია და სრულიად ეწინააღმდეგება მსოფლიო მართლმადიდებლი ეკლესიების მიერ აღიარებულ კანონებს, რასაც, ბუნებრივია, ვერ დაარღვევს როგორც კონსტანტინეპოლის, ისე რუსეთის საპატრიარქო“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში. განცხადების თანახმად, საქართველოს ეკლესიამ არაერთხელ დააფიქსირა თავისი მზაობა იმისა, რომ ჩვენი მოძღვრები ჩავიდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე და აღავლინონ მსახურება. აფხაზეთში შესვლას ასევე ითხოვს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, რომ თავის უშუალო იურისდიქციაში მყოფ ეპარქიაში მოინახულოს სამწყსო, მაგრამ, ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგობის გამო, ჯერ-ჯერობით ეს ვერ ხორციელდება.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)