|
2017-03-23 12:36:12, 2443 ნახვა
მსოფლიო
ინფორმაცია, თითქოს ლონდონში მომხდარი თავდასხმის უკან აბუ იზზადინი იდგა, არ დადასტურდა
მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუშინ ლონდონში მომხდარ თავდასხმაში აბუ იზზადინია ეჭვმიტანილი, არ დადასტურდა, - ამის შესახებ Daily mail იუწყება. ბრიტანული ტელეარხის, „Chanel 4-ის“ მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელიც ავტომობილით დაეჯახა ფეხით მოსიარულეებს ვესტმინსტერის ხიდთან და რომელიც შემდეგ პოლიციამ გაანეიტრალა, აბუ იზზადინი იყო. თუმცა, მოგვიანებით ზოგიერთ მედიასაშუალებაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ პირი აღნიშნული სახელითა და გვარით ციხეში ზის, შესაბამისად, მას არ შეეძლო ტერაქტის განხორციელება. გარდა ამისა, Chanel 4-ის ინფორმაციით, მათ რედაქციას შეცდომით დასახელებული ეჭვმიტანილის ძმა დაუკავშირდა და დაადასტურა, რომ მისი ძმა ციხეში სასჯელს იხდის. შეგახსენებთ, გუშინ ლონდონში, შეიარაღებულმა მამაკაცმა ცივი იარაღით პოლიციელი დაჭრა, შემდეგ კი პარლამენტის შენობისკენ გაიქცა, თუმცა ამ დროს სამართალდამცველებმა მას ცეცხლი გაუხსნეს. თავდამსხმელი ადგილზე გარდაიცვალა. ცოტა ხნის შემდეგ, ვესტმინსტერის ხიდთან ავტომობილი ქვეითებს გამიზნულად დაეჯახა. სულ ინციდენტის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის თავდამსხმელი, 20-მდე კი დაშავდა. სკოტლანდ-იარდმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. პარლამენტის შენობა ამ დროისთვის ბლოკირებულია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ის უკვე ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)