05:47 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-22 17:33:45, 2158 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ბაქრაძე: „ქართული ოცნება“ რჩება მარტო, უკანონობის დაკანონებაში

„ქართული ოცნება“ რჩება მარტო უკანონობის დაკანონებაში და ძალიან დიდი სამომავლო პასუხისმგებლობის აღებაში, რასაც ეს მახინჯი მოსმენების სისტემა მოიტანს მომავალში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

,,დღეს, „ქართული ოცნება“ იღებს კანონს, რომელსაც ეწინააღმდეგება სრულიად ოპოზიციური სპექტრი და ყველა პოლიტიკური პარტია, პრეზიდენტი, არასამთავრობო სექტორი, საკონსტიტუციო სასამართლო. ანუ „ქართული ოცნება“ რჩება მარტო უკანონობის დაკანონებაში და ძალიან დიდი სამომავლო პასუხისმგებლობის აღებაში, რასაც ეს მახინჯი მოსმენების სისტემა მოიტანს მომავალში. ამიტომ დღევანდელი საპარლამენტო დებატის მთავარი თემაც და ვეტოს მთავარი თემაც ის არის, რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდეს თუ რამდენად მარტო დარჩა ქართული ოცნება და რამდენად ქართული საზოგადოების წინააღმდეგ მიდის დღეს ხელისუფლება."

ცნობისთვის, პარლამენტში ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics