00:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-21 22:06:30, 2560 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის შს მინისტრმა თანამდებობა დატოვა

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ბრუნო ლე რუ თანამდებობიდან გადადგა.

საფრანგეთის ფინანსურმა პროკურატურამ დღეს, ფრანგული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე წინასწარი გამოძიება დაიწყო იმის თაობაზე, რომ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრუნო ლე რუმ პარლამენტარობის დროს თავისი შვილები თანაშემწეებად დაასაქმა. 

ცოტა ხნით ადრე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრუნო ლე რუს ორი შვილი, 15 და 16 წლის ასაკში, პარლამენტში მის თანაშემწეებად დაინიშნა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მისი შვილები მასთან ზაფხულში ან არდადეგების დროს მუშაობდნენ, მაგრამ არა სრულ განაკვეთზე. 

თუმცა, ფრანგული მედიის ინფორმაციით, ბრუნო ლე რუს შვილებმა საერთო ჯამში 55 ათასი ევრო გამოიმუშავეს ხელფასის სახით. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics