|
2017-03-21 15:44:52, 2165 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
კობა გვენეტაძე: კერძო სექტორის ინიციატივები მნიშვნელოვანია საზოგადოების ფინანსური განათლების პროცესში
"კერძო სექტორის ინიციატივები მნიშვნელოვანია საზოგადოების ფინანსური განათლების პროცესში", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საბანკო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონის პრეზენტაციაზე. "საქართველოს ბანკმა" პირველი ქართული საბანკო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი შექმნა. პროექტის პრეზენტაცია დღეს ბანკის სათაო ოფისში გაიმართა და ღონისძიებაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მონაწილეობდა. "ფინანსური განათლება საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საბანკო ლექსიკონის შექმნა მნიშვნელოვანია მომხმარებელთა ინფორმირების, და ამ გზით, მათი უფლებების უკეთ დაცვის მიზნით. ვფიქრობ, რომ ლექსიკონი დაეხმარება მომხმარებლებს უკეთ გაერკვნენ ბანკთან ურთიერთობისას, როგორც მხარეებს შორის ხელშეკრულების პირობებში, ისე ზოგადად საბანკო პროდუქტებში. საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, მსგავსი ტიპის ლექსიკონებს არაერთ განვითარებულ ქვეყანაში იყენებენ წარმატებულად, მათ შორის, გერმანიასა და პოლონეთში. მივესალმებით "საქართველოს ბანკის" ამ ინიციატივას, რამდენადაც კერძო ფინანსური სექტორის ჩართულობას ფინანსური განათლების ამაღლების კუთხით, მათ შორის, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. დამატებით, საქართველოს ეროვნული ბანკი, თავის მხრივ, გეგმავს განავითაროს და გაამდიდროს ფინანსური ლექსიკონი, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება საბანკო ტერმინებით", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. საბანკო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონის მიზანია ნებისმიერ მომხმარებელს გაუმარტივოს საბანკო სფეროსთან ურთიერთობა, ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი გახადოს დღემდე დამკვიდრებული საბანკო ცნებები, მათი განსაზღვრებები და ამით ხელი შეუწყოს საქართველოში ფინანსური განათლების გავრცელებას. ეს არის საქართველოში საბანკო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონის პირველი გამოცემა. ლექსიკონი მოიცავს 1 000-მდე ტერმინს როგორც საბანკო, ისე საფინანსო, იურიდიული, საბუღალტრო, სადაზღვევო, მარკეტინგული და სხვა მონათესავე სფეროებიდან. საბანკო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი ბანკმა ბეჭდური სახითაც გამოსცა, რომელიც საქართველოს ბანკის სერვისცენტრებში განთავსდება, ასევე საჩუქრად გადაეცემა საჯარო ბიბლიოთეკებს და უნივერსიტეტებს. საბანკო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონის ელექტრონული მისამართია - www.terminebi.ge
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)