17:34 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-17 09:56:28, 1950 ნახვა

სამართალი
გამოძალვის, იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1974 წელს დაბადებული გ.ა. თბილისში, დავით გურამიშვილის გამზირზე დააკავეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასტან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 1969 წელს დაბადებულ დ. ბ.-ს, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 200 000 აშშ დოლარს სძალავდა. სამართალდამცველებმა გ.ა. მანამდე დააკავეს, ვიდრე დაზარალებული მას მოთხოვნილ თანხას გადასცემდა.

„პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „GOLD STAR-2002“-ის და „WOLTRA PROFESSIONAL Mod. 92“-ის მოდელების 2 არარეგირტრირებული პისტოლეტი, 50 საბრძოლო ვაზნა და მობილური ტელეფონები, რომლებითაც გ.ა. მუქარას ახორციელებდა, ნივთმტკიცებად ამოიღო.ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით)“,-აცხადებენ შსს-ში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics