|
2015-04-03 17:01:02, 387 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დაყადაღების თაობაზე მოსამართლის გადაწყვეტილებას უგუნურს უწოდებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დაყადაღების თაობაზე მოსამართლის გადაწყვეტილებას უგუნურს და დივერსიულს უწოდებს. ღარიბაშვილის თქმით, აღმაშფოთებელია, როცა 5000 ლარამდე დავალიანების გამო, 120 მლნ დოლარის ღირებულების საწარმოს დაყადაღება და იქ დასაქმებული 2500 ადამიანის სამსახურის გარეშე დატოვება ხდება. პრემიერის განმარტებით, ის სასამართლოს საქმიანობაში არ ერევა, თუმცა, მიიჩნევს, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას და მოსამართლე, რომელმაც რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო, საზოგადოების წინაშე უნდა წარდგეს და ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი განმარტოს. პრემიერი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ამ საქმით დაინტერესდება. "ჩემთვის აღმაშფოთებელია, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა დაყადაღებულია. 4500 ლარის დავალინების გამო, 120 მლნ დოლარის ღირებულების საწარმო არის დაყადაღებული. ეს არის კატასტროფა, ეს არის პირდაპირ დივერსია. ამ საწარმოში დასაქმებულია 2 500 ადგილობრივი მოსახლე და მინდა მივმართო იმ ადამიანს, ვინც ეს გაუმართლებელი, დივერსიული გადაწყვეტილება მიიღო, მას მოუწევს პასუხი აგოს, როგორც მინიმუმ 2500 კაცის ოჯახის წინაშე და იმედი მაქვს, სასამართლოს ახალი თავმჯდომარე დაინტერესდება ამ საქმით, რადგან მოსამართლე, რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება, აუცილებლად უნდა წარდგეს საზოგადოების წინაშე და განმარტოს, თუ რატომ იღებს ასეთ დივერსიულ გადაწყვეტილებებს. ეს აღმაშფოთებელი ფაქტია.თუ არსებობს რაიმე კანონდარღვევა, გამოიძიონ, არსებობს შესაბამისი ორგანოები, შეუძლიათ გაარკვიონ, მაგრამ 5 000 ლარის დავალიანების გამო, მთელი ქარხანა არ უნდა გააჩერო.მარაგი 15 აპრილამდეა დარჩენილი, არსებობს საშიშროება, რომ ეს ქარხანა გაჩერდეს. მივმართავ იმ ადამიანს, რომელმაც ეს უგუნური გადაწყვეტილება მიიღო, მე სასამართლოს საქმიანობაში არ ვერევი, არც მივცემ თავს უფლებას ამისას, მაგრამ ეს არის მარტივი საკითხი, თუ ამ ორგანიზაციას აქვს დავალიანება, მას შეუძლია გადაიახადოს, ეს არის სერიოზული საკითხი. ყველას მოვუწოდებ, ამაზე გააკეთონ მკაცრი რეაგირება. არც ერთი მოხელე, არც მოსამართლე, არც პრემიერი, არც პრეზიდენტი, არ დგას კანონზე მაღლა.ყველას მოეთხოვება პასუხი",-განაცადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)