23:08 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-08 17:08:48, 2845 ნახვა

მსოფლიო
ქაბულში, სამხედრო ჰოსპიტალზე თავდასხმას 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შენობასთან ახლოს მდებარე სამხედრო ჰოსპიტალზე თავდასხმას 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ, შეიარაღებულმა პირებმა კლინიკაში სროლა დაიწყეს და ხელყუმბარა ისროლეს. 

საავადმყოფოს თანამშრომლების თქმით, ერთ-ერთ თავდამსხმელს თეთრი კვართი ეცვა, რომელმაც პაციენტი და საავადმყოფოს ერთი თანამშრომელი მოკლა. 

ამ დროისთვის, ტერიტორიაზე სპეციალური ძალების თანამშრომლები იმყოფებიან. 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.   





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics