00:52 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-07 11:40:46, 2248 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე: კოორდინირებული მუშაობით თავიდან ავიცილებთ რისკებს, რაც ლოგიკურია, რომ ვიზალიბერალიზაციის შემდგომ პროცესს ახლდეს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, მოგზაურთა ნაკადი გაიზრდება და ამ დატვირთვას შესაძლოა, აეროპორტებმა ვერ გაუძლონ.

დოლიძის თქმით, ბუნებრივია, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებას თავისი რისკები ახლავს, თუმცა სახელმწიფო მინისტრი დარწმუნებულია, რომ შესაბამის ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ამგვარ რისკებს თავიდან აიცილებენ.

„ბუნებრივია, ამ პროცესს თავისი რისკები ახლავს თან და ჩვენ ვითვალისწინებთ რისკებს. სწორედ ამიტომ ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს, განსაკუთრებით ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით. არა მარტო ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, არამედ ნებისმიერი იმ სეგმენტის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ჩართული იქნებიან აღნიშნულ პროცესში. მადლობა მინდა გადავუხადო დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორს. გუშინ ტურ-ოპერატორებთან მქონდა შეხვედრა. დღეს აქ ვარ და მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შეძლონ მათ ამ რისკებთან გამკლავება. არ მგონია, რომ დიდი პრობლემა წარმოიშვება, სწორედ ამიტომაც იქნება საუბარი ვიზალიბერალიზაციის შემდგომ გადასადგმელ ნაბიჯებზე. მნიშვნელოვანია, ყველამ კოორდინირებულად ვიმოქმედოთ ამ პროცესში. დარწმუნებული ვარ, ამგვარი მოქმედებით თავიდან ავიცილებთ იმ რისკებს, რაც აბსულუტურად ლოგიკურია, ამოქმედდეს ვიზალიბერალიზაციის შემდეგ“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics