23:20 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-03 12:22:03, 2380 ნახვა

სამართალი კომენტარი
გია ყარამანიშვილი: ჩვენი უფლებების დასაცავად მივმართავთ ყველა დარჩენილ სამართლებრივ გზას

„ჩვენი უფლებების დასაცავად მივმართავთ ყველა დარჩენილ სამართლებრივ გზას“,-ასე გამოეხმაურა ბიზნესმენი გია ყარამანაშვილი უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გუშინდელ გადაწყვეტილებას.

 ყარამანაშვილის თქმით, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული პროცესი თავიდან  ბოლომდე პოლიტიზირებული იყო.

„მთელი საქართველო აკვირდებოდა იმ პროცესებს, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ქართულ სასამართლოში. რუსთავი 2-თან დაკავშირებული პროცესი თავიდან  ბოლომდე პოლიტიზირებული იყო. ხელისუფლების მიერ ორ კერძო სუბიექტს შორის დავად მონათლულ პროცესს არანაირი კავშირი არ ჰქონდა რეალობასთან. ამ ორ სუბიექტს, კერძოდ ჩვენ და ქიბარ ხალვაშს, არასდროს არანაირი ურთიერთობა რუსთავი 2-თან დაკავშირებით არ გვქონია. მაშინ როდესაც ჩვენ გავხდით მფლობელები, არავითარი სამართლებრივი დავა და პრეტენზიები კომპანიასთან დაკავშირებით არ არსებობდა. მიუხედავად ამ აბსურდისა, ქართულმა სასამართლომ  მაინც მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც ერთბაშად გაანადგურა საქართველოში სიტყვის თავისუფლების, საკუთრების და სამართლიანი სასამართლოს უფლება. შეილახა საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო კონვენციებით გარანტირებული ჩვენი უფლებები. ამიტომ ჩვენი უფლებების დასაცავად მივმართავთ ყველა დარჩენილ სამართლებრივ გზას, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს დაუყოვნებლივ განიხილოს ჩვენი სარჩელები. მივმართავთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, სარჩელის შეტანამდე გამოიყენოს დროებითი ღონისძიება და შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილება“, - განაცხადა გია ყარამანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics