|
2017-03-02 21:23:27, 2472 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე მოსამართლეებს: თქვენ უღალატეთ საქართველოს
"ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი წევრი რომან გოცირიძე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ამგვარი გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. „მე მინდა ვუთხრა მოსამართლეებს და ყველას, ვინც, ეს გადაწყვეტილება მიიღო, თქვენ ხართ მოღალატეები, თქვენ უღალატეთ საქართველოს, თქვენ უღალატეთ თითოეულ მის მოქალაქეს, თქვენ უღალატეთ დემოკრატიის პრინციპებს. ამ ხელისუფლებას არც ერთი მსოფლიო ლიდერი უკვე არ აღიარებს. თქვენ დაიპყარით ჩვენი მმართველობის ყველა სფერო, უზურპირებული გაქვთ მთავრობა, დაამონეთ და დაიმორჩილეთ სასამართლო მთელი სისტემა. ყველაფერი არის უზურპირებული, ყველაფერი არის ფულით, დაშინებით და ძალადობით შექმნილი. ამას ჩვენ არ გაპატიებთ, ჩვენ რუსთავი 2-ს არ დავთმობთ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. მისივე თქმით, საქართველოს აბრუნებენ საბჭოთა კორუმპირებული წარსულისკენ, თუმცა ეს არ გამოუვათ. „ხელისუფლება დაადგა არადემოკრატიული განვითარების გზას, უზურპირებული აქვს ჩვენი ცხოვრების ყველა სფერო,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ. პოლიტიკოსის ინფორმაციით, ისინი ყველა სამართლებრივ ზომას მიმართავენ, გაასაჩივრებენ ევროპულ სასამართლოში და "რუსთავი 2"-სთვის ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)