|
2017-03-02 13:17:21, 2188 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბარამიძე: ბევრი გავაკეთეთ, თუმცა დემოკრატიის, თუ სასამართლოს მიმართულებით, მდგომარეობა იდეალური არასდროს ყოფილა
საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან „რუსთავი2“-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე ტელეკომპანიის წარმომადგენლები, საზოგადოების წევრები და პოლიტიკოსები არიან შეკრებილი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, სასამართლომ უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც შეუნარჩუნებს საქართველოს „რუსთავი 2“-ს. მისივე თქმით, დღეს ეს არ არის მხოლოდ ერთი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებისთვის ბრძოლა, არამედ ესაა ბრძოლა საქართველოში მთლიანად მედია თავისუფლებისთვის: „თითოეული ჩვენთაგანის თავისუფლებისთვის. ჩვენგან, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისგან, რომლებიც ვიყავით ხელისუფლებაში, უნდა ითქვას, რიმ ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ ამ ქვეყნისთვის, თუმცა სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის, თუ სასამრთლოს, თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებით იდეალურად მდგომარეობა არასდროს ყოფილა და ეს კარგად ვიცით, მაგრამ ის მონაპოვარი, რაც ეკუთვნის ქართველ ხალხს, არ უნდა დაიკარგოს, არამედ უნდა შევძლოთ, ვიაროთ წინ, მაგრამ ეს ყველაფერი ვერ განვითარდება, თუ არ იქნა ქვეყანაში თავისუფალი მედია“,-განაცხადა გიორგი ბარამიძემ. შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლო დღეს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ისა და მისი მფლობელების, ძმებ ლევან და გია ყარამანიშვილების საკასაციო საჩივარს განიხილავს. ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებულ დავას უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)