|
2017-03-01 18:29:29, 2275 ნახვა
სამართალი
გვარამია: ხვალ გადაწყდება არა მარტო „რუსთავი 2”-ის, არამედ ქვეყნის ბედი გრძელვადიან პერსპექტივაში
ხვალ გადაწყდება არა მარტო "რუსთავი 2"-ის ბედი, არამედ ქვეყნის ბედი გრძელვადიან პერსპექტივაში. ხვალ უზენაესი სასამართლო, მისი დიდი პალატა გადაწყვეტს საქართველოში იარსებებს თუ არა სიტყვის თავისუფლება", - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგი გამართა. ნიკა გვარამია იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები საკუთარ თავს პროფესიულად არ დაიმარხავენ და არ დამარხავენ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას. არხის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ "რუსთავი 2"-ს რამდენიმე მოთხოვნა აქვს. მისი თქმით, დიდი პალატის შემადგენლობაში არიან ადამიანები, რომლებიც "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ იქნებიან განწყობილები. აქვე, "რუსთავი 2" ხვალ უზენაეს სასამართლოსთან საპროტესტო აქციას აანონსებს. ნიკა გვარამიას თქმით, ხვალ 12:30-დან "რუსთავი 2"-ს საღამომდე უწყვეტი მაუწყებლობა ექნება. "ხვალ უზენაესი სასამრთლო მისი დიდი პალატა გადაწყვეტს, საქართველოში იარსებებს თუ არა სიტყვის თავისუფლება, ექნება თუ არა შანსი დემოკრატიას, გახდება თუ არა საქართველო ცივილიზებული ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი, თუ ის დაუბრუნდება მის საბჭოთა წარსულს. ხვალ უზენაესი სასამრთლო გადაწყვეტს, ამ ქვეყანას აქვს თუ არა შანსი, რომ ოდესმე მაინც ეღირსოს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას. პირველის ნახევრიდან გაიხსნება ეთერი ყველა მსურველისთვის და იქნება უწყვეტი მაუწყებლობა საღამომდე. ასე იქნება ყოველდღე, ვიდრე უზენაესი სასამრთლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. სამწუხაროდ, პროცესი მიმდინარეობს ჩვენი დასწრების გარეშე და ზეპირი განხილვის გარეშე, რაც მნიშვნელოვანი და სერიოზული დარღვევაა ჩვენი შეფასებით, მაგრამ გაცილებით უფრო მძიმე დარღვევაა იმ ადამინების შემადგენლობაში ყოფნა, ვინც ვერ იქნება მიუკერძოებელი და იქნება განწყობილი "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)