22:19 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-27 16:59:45, 2199 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
იოჰანეს ჰანი: დარწმუნებული ვარ, საქართველოს ბევრი მოქალაქე გამოიყენებს ამ შანსს და ჩამოვა ევროპაში

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს ევროკავშირის საბჭოს მიერ ახალი რეგულაციების მიღება მიულოცა.

როგორც ჰანმა აღნიშნა, საქართველომ უვიზო მიმოსვლა დაიმსახურა და რეფორმების გრძელი გზა გაიარა.

"ძალიან ბედნიერი ვარ. საკითხზე წელზე მეტია ვმუშაობდით. საქართველომ შეასრულა ყველა საჭირო რეფორმა და დააკმაყოფილა მოთხოვნები. საქართველო იმსახურებს ამას და გილოცავთ. დაგვჭირდება რამდენიმე კვირა, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულია. გაადვილდება საქართველოს მოქალაქეებისთვის მგზავრობა. არ დასჭირდებათ ვიზა, მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტით გადაადგილდებიან. ამ გადაწყვეტილებას სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს ეს დასტურია ჩვენს შორის ახლო ურთიერთობის. მიხარია, რომ საქართველოს მოქალაქეები გამოიყენებენ ამ შანს და ჩამოვლენ ევროპაში. ისევე, როგორც ბევრი ევროპელი ეწვევა საქართველოს და ნახავს ამ არაჩვეულებრივ ქვეყანას", - განაცხადა ჰანმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics