|
2017-02-27 11:18:12, 1766 ნახვა
კომენტარი
რამიშვილი: ჩვენება პროკურატურის ბრალდებას თავდაყირა დააყენებს
დაკავებული დეკანოზის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ე.წ მატროსოვის ციხეში უკვე მივიდა. რამიშვილის თქმით, თუ პროკურატურა მამალაძის მიერ წარდგენილ მტკიცებულებების ობიექტურად შეაფასებს, ბრალდების ვერსია შესაძლოა შეიცვალოს და გამოძიება სხვა მიმართულებით წარიმართოს. დეკანოზი დღეს უნდა დაიკითხოს. დაცვის მხარის მტკიცებით, სიმართლე პროკურატურის ვერსიისგან რადიკალურად განსხვავდება. ისინი არ გამორიცხავენ, ამას უკავშირდებოდეს დაკითხვის გაჭიანურება, რაც დამატებით კითხვებს აჩენს. "ჩვენება თავდაყირა დააყენებს პროკურატურის ბრალდებას, მის საფუძველს და არსებობას საერთოდ. იქნება ნათელი, რომ უდანაშაულოა", - აცხადებს მიხეილ რამიშვილი. პროკურატურის განცხადებით, დეკანოზს ჩვენების მიცემა 5-ჯერ შესთავაზეს, რაზეც მან უარი თქვა. დეკანოზი თითქმის ერთი კვირაა აცხადებს, რომ ჩვენების მისაცემად მზად არის. გამოძიებამ მხოლოდ ექსპერტიზა ჩაატარა. მას დნმ-ის, კალიგრაფიის და ხმის ნიმუშები აუღეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)