|
2015-04-01 20:26:40, 408 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: მივესალმები, რომ პრემიერი და მინისტრები დეტალურად გადიან ჩემი გამოსვლის შინაარსს
„მივესალმები, რომ პრემიერი და მინისტრები დეტალურად გადიან ჩემი გამოსვლის შინაარსს“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებებს. "მე მივესალმები, იმას, რომ პრემიერ-მინისტრი, ისევე როგორც მინისტრები, დეტალურად გადიან ჩემი გამოსვლის შინაარსს, სწავლობენ დეტალურად. მიმაჩნია, რომ ამ საკითხის ასე სიღრმისეულად შესწავლა დადებით როლს მოახდენს საქართველოში მმართველობის სიძლიერეზე და მის ეფექტიანობაზე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტის ყოვწლიურ მოხსენებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მხრიდან მთავრობის წევრების მისამართით კრიტიკა მისთვის საწყენია. „ჩემთვის ცოტა საწყენია, როცა მიუთითებენ გუნდურობაზე, ერთი გუნდის დემონსტრირებაზე და მაშინ ჩვენ ვისმენთ ჩემი აზრით გაუმართლებელ და უსამართლო კრიტიკას მთავრობის წევრების, მთავრობის მუშაობის მისამართით ჩვენი გუნდის წევრის, პრეზიდენტის მხრიდან. ეს ძალიან სამწუხაროა ჩემთვის. მე მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩვენ მოსახლეობამ არ აგვირჩია იმისთვის, რომ მოისმინოს პრეზიდენტის კრიტიკა მთავრობისადმი ან ჩემი პასუხები პრეზიდენტის მისამართით. მიმაჩნია, რომ ეს არის სირცხვილი და მიმაჩნია, რომ ჩვენ არ გვაქვს ამისათვის დრო. არ უნდა მივცეთ ჩვენს თავს უფლება, რომ დრო დავხარჯოთ ისეთ საკითხებზე, რომელიც არ წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის პრიორიტეტს. მაგრამ, ვინაიდან საჯარო იყო ეს გამოსვლა, თუმცა არასოდეს არ მოუმართავს პრეზიდენტს, მინდა სრული პასუხისმგებლობით ვუთხრა მოსახლეობას, არასოდეს არ მოუმართავს პრეზიდენტს რაიმე კითხვით ან რაიმე ინიციატივით. ყოველთვის მე ვიყავი ინიციატორი ჩემს მიერ განხორციელებული ზარების, შეხვედრების და ასე შემდეგ“, - განაცხადა პრემიერმა.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
სვეტლანა ტიხანოვსკაია- ბელარუსებსა და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)