|
2017-02-24 13:05:32, 2094 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვიქტორ დოლიძე: მესამე ვიცე-პრემიერის შემოღება და ამ პოსტზე ალექსანდრე ჯეჯელავას დანიშვნა სწორი გადაწყვეტილება იყო
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის შეფასებით, მესამე ვიცე-პრემიერის შემოღება და ამ თანამდებობაზე ალექსანდრე ჯეჯელავას დანიშვნა სწორი გადაწყვეტილება იყო. „ვიცე პრემიერები შესაბამისი კომპეტენციებით არიან აღჭურვილი და ეს საერთაშორისო პრაქტიკაა. მესამე ვიცე პრემიერის შემოღება ამ შემთხვევაში, რომელიც სანდრო ჯეჯელავას შეეხება, ვფიქრობ კარგი იდეა იყო, გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის, მითუმეტეს, როცა ჩვენ სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერებაზე და განვითარებაზე გვაქვს მსჯელობა, არა მხოლოდ მსჯელობა, მუშაობას განვაგრძობთ, იქ იქნება კარგი წვლილი და ჩვენ ყველა უნდა გვერდში დავუდგეთ ბატონ სანდროს ამ საქმეში. ვფიქრობ, კარგი იდეა იყო და სწორი გადაწყვეტილებაა“,-განუცხადა ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს. ინფორმაციისთვის, მესამე ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე ალექსანდრე ჯეჯელავას საქმიანობის სფერო მთავრობაში, საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინაცია და ახალგაზრდული პოლიტიკა იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)