|
2017-02-23 15:22:12, 874 ნახვა
სამხედრო
ახალწვეულებმა საბრძოლო მომზადების სამთვიანი კურსი დაიწყეს
თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ „ალგეთის“ პოლიგონზე ახალწვეულები მოინახულეს, რომლებმაც „საბრძოლო მომზადების კურსი“ დაიწყეს. მინისტრი ახალწვეულებს განახლებული საბრძოლო მომზადების პროგრამის შესახებ ესაუბრა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში წარმატება უსურვა. „საბრძოლო მომზადების კურსი“ განახლებულია და შეესაბამება საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს, რომელსაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველნი გადიან. რეკრუტები ამ ეტაპზე პოლიგონზე იარაღის გარეშე სამწყობრო ილეთებს ეუფებიან, შემდეგ კი ჯარისკაცის მოვალეობების შესახებ სალექციო კურსს დაესწრებიან. ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია ახალწვეულთა საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნენ, მოინახულეს სამედიცინო პუნქტი და კვების ობიექტი. „ალგეთის“ ბაზაზე „ახალწვეულთა საბრძოლო მომზადების კურსს“ ამჟამად 398 რეკრუტი გადის. გაწვევის პროცესი გრძელდება და „ალგეთში“ საბოლოო ჯამში 700 ახალწვეულის მომზადება იგეგმება. 3-თვიანი მომზადების პირველი ეტაპი 30 აპრილს დასრულდება. რეკრუტების ორი ასეული სამხედრო ფიცს შეიარაღებული ძალების დღეს, 30 აპრილს დადებენ. ხოლო ნაწილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. კურსის გავლის შემდეგ ახალწვეულები ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით სხვადასხვა ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან, სადაც შემდეგი 9 თვის მანძილზე იმსახურებენ. სამსახურის პერიოდში მათ ექნებათ უქმე დღეებით სარგებლობის უფლება. ახალწვეულები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სწავლებაში, გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს, ასევე შეასრულებენ სხვადასხვა საბრძოლო ამოცანებს. მინისტრთან და გენერალური შტაბის უფროსთან ერთად, უფროსი სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს, დღეს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძეც სტუმრობდნენ.
(NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)