|
2017-02-20 15:49:40, 1577 ნახვა
სამხედრო
ლევან თეთვაძე არ გახლავთ 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურე
მოქალაქე აკა სინჯიკაშვილის მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ აგვისტოს მოვლენების დროს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის დედა მოწყალებას ითხოვს, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში განაცხადეს, აკა სინჯიკაშვილის მიერ დასახელებული პირი, ლევან თეთვაძე არ გახლავთ 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურე. აღნიშნული სახელის და გვარის პიროვნება თავდაცვის სამინისტროს ბაზაში საერთოდ არ ფიქსირდება, შესაბამისად ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არასოდეს მსახურობდა. საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან ყოველთვიურ კომპენსაციას იღებენ, რომელიც 1000 ლარით განისაზღვრება.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)