16:11 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-18 15:27:28, 2023 ნახვა

სამართალი
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი აცხადებს, რომ მას პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებების გაკეთებას სთხოვენ

ადვოკატ გიორგი ფანცულაის განცხადებით, მას პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებების გაკეთებას სთხოვენ. ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა ჩაფიძის კლინიკაში მისვლისას განაცხადა. 

როგორც ფანცულაიამ აღნიშნა, დიკანოზ გიორგი მამალაძის საქმიდან პოლიტიკური კარიერის გაკეთებას არ აპირებს.

"ამ დღეებში ჩემი ამ საქმეში მონაწილეობის თაობაზე გაკეთდა არაერთი განცხადება, თუ ვისი მეშვეობით შეიძლება ჩავრთულიყავი ამ საქმეში, რატომ არ ვაკეთებ ანგაჟირებულ განცხადებებს. ამ სიტყვების ადრესატებმა გაიგონ, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიმიჯნოს ადვოკატობა და პოლიტიკა, მე ამ საქმიდან არ ვაპირებ პოლიტიკური კარიერის გაკეთებას", - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

ამასთან, ადვოკატს არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ მოითხოვა მისგან პოლიტიკური განცხადებების კეთება.

ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხიდან ჩაფიძის გულის ცენტრში გუშინ გვიან ღამით გადაიყვანეს. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ზაზა ლაზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დეკანოზი მათთან გონების დაკარგვის დიაგნოზით შეიყვანეს.

მისივე თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა გამოკვლევების ჩასატარებლად და მკურნალობის გასაგრძელებლად ის კლინიკაში რჩება.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics