|
2017-02-17 16:37:59, 2272 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი - გაუთქმელობის აქტი უნდა მოიხსნას, რათა დაცვის მხარეს მუშაობა გაუმარტივდეს
მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია ე.წ მატროსოვის ციხეში მივიდა. როგორც ფანცულაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს გეგმიური ვიზიტია. "ეს შეხვედრა გეგმიურია, მე დავინტერესდები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით. ჩემთვის ცნობილია, რომ დღეს მთელი დღის განმავლობაში მასთან სასულიერო პირები იმყოფებოდნენ. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, რამდენიმე დღის წინ მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, თუმცა ამ წუთებში არ ვიცი, როგორ გრძნობს ის თავს, შევალ და გავიგებ", - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ. მისივე თქმით, გაუთქმელობის აქტი უნდა მოიხსნას, რათა დაცვის მხარეს მუშაობა უფრო გაუმარტივდეს. "ჩვენ ამას ამბის დაწყების დღიდან ვითხოვდით. ეს უნდა გაუქმდეს, რათა შესაძლებლობა მოგვეცეს უფრო კარგად დავიცვათ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი", - განაცხადა გიორგი ფანცულაია. ის პატრიარქის ვიდეო მიმართვასაც გამოეხმაურა და ასეთი დადებითი კომენტარისათვის ილია მეორეს მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)