16:23 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-16 18:24:13, 2213 ნახვა

სამართალი
კომისიის დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტისთვის გარკვეული უფლებამოსილების შეკვეცის ინიციატივა გაჟღერდა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის გიორგი გოცირიძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე  პრეზიდენტისთვის გარკვეული უფლებამოსილების შეკვეცის ინიციატივა გაჟღერდა.

კერძოდ, საუბარია  უფლებამოსილების შემცირებაზე  შეწყალებასთან, ვეტო-ს დადებასთან  და მოქალაქეობასთან დაკავშირებით.

ამასთან, გიცირიძის თქმით, გამოითქვა მოსაზრება, რომ  პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დასახებული პირის, პრემიერ-მინისტრად წარდგენის შესაძლებლობა, პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობა და სხვა ფუნქციების განსახორციელებლად  მას  კონტრასიგნაცია სჭირდება.

"კონტრასიგნაციის ახალი მცნება იქნა შემოღებული, როდესაც მაგალითად პრეზიდენტი არ ნიშნავს კონკრეტულ ელჩს, მთავრობას ჰქონდეს მისი დანიშვნის უფლებამოსილება. რეალურად ყველა ევროპულ ქვეყანაში, იქნება ეს საპრეზიდენტო, ნახევრად საპრეზიდენტო, თუ საპარლამენტო, მთავრობის წარდგინებით სხვა ქვეყნებში ელჩს ნიშნავს პრეზიდენტი. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეს არის ფორმალური უფლებამოსილება.იმის თქმა ძნელია, არის თუ არა ეს ფორმალური უფლებამოსილება. არც ერთი ქვეყნის კონსტიტუცია არ ნიშნავს იმას, რომ თუ კი პრეზიდენტი არ ნიშნავს ელჩს, ამის უფლებამოსილება ჰქონდეს პრემიერს, მთავრობას, ეს ინიციატივა ჩვენთვის მიუღებელია",-აღნიშნა გიორგი გოცირიძემ.

აღნიშნული ინიციატივის ავტორი თენგიზ შარმანაშვილია.

" ანუ, პრეზიდენტს მხოლოდ თავისი ადმინისტრაციის წევრების დანიშვნის შემთხვევაში არ სჭირდება კონტრასიგნაცია",-განმარტა გიორგი გოცირიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics