18:59 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-16 15:15:29, 1853 ნახვა

კომენტარი
ბოკერია: ივანიშვილის გუნდი და „ქართული ოცნება“ რელიგიური თემებით სპეკულირებით გამოირჩევა

"მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, ივანიშვილის გუნდი და "ქართული ოცნება" რელიგიური თემებით სპეკულირებით გამოირჩევა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი და საკუთარ თავთან არანაირი სტანდარტი არ გააჩნია.

,,ქართული ოცნება და ივანიშვილის გუნდი ყოველთვის, ოპოზიციაში ყოფნის დროს და ახლაც, ბოლო ხუთი წელია, რელიგიური თემებით სპეკულირებით გამოირჩევა. ახლა არის კიდევ ერთი ეპიზოდი საოცარი უტიფრობის, როცა პატრიარქის სიცოცხლით ისპეკულირეს და გვეუბნებიან, რომ  თურმე ეს ასე არ იყო და აქედან გამოსვლას ცდილობენ. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, იმას თუ როგორი პრობლემა გვაქვს. ჩვენ ქვეყანაში გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ გააჩნია არანაირი სტანდარტი საკუთარ თავთანაც კი, და წამსვლელია ყველაფერზე ნებისმიერ მომენტში. ეს პრობლემაა, რომელიც საქართველოს საზოგადოებამ რაც შეიძლება მალე, დემოკრატიული გზით უნდა გადაჭრას’’,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სომხეთის თანამშრომლობა აშშ-სთან და ევროკავშირთან რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული - მირზოიანი
საგარეო საქმეთა მინისტრს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics